1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. ეს კი, ნამდვილად მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
„ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე, რომ რუსეთს ამ სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის უსაფრთხოების გზა გაამყარებს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას.
„განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.