დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მას რუსეთისკენ მიბრუნება მოუწოდა, „რათა ისტორიაში მშვიდობისმყოფელის სახელით შევიდეს“.
„თუ არ გსურს ისტორიაში შეხვიდე პრეზიდენტად, რომელიც სუსტი ხასიათისა და შორსმჭვრეტელობის უუნარობის გამო, ვერ გაუმკლავდა შიდა საფრთხეებსა და გარე წამქეზებლებს, ქვეყნის პრობლემებსა და დასავლურ იდეოლოგიას, უნდა დახვრიტო ასეთი სახელმწიფოს მოღალატე მრჩევლები. უფლება არ მისცე ჩაგინერგონ არაპერსპექტიული იდეები - ჩართე საღი გონება. მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა“,- განაცხადა კადიროვმა თავის მიმართვაში.
მან უკრაინის პრეზიდენტს ურჩია მოუსმინოს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მას მეზობელი ქვეყნების ხელისუფლება აძლევს.
„გეტყობა, რომ მთელი ეს ვითარება შენთვის გაუგებარია, ამიტომ დათანხმდი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველა შეთავაზებას და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე ეს საკითხი მშვიდობიანი გზით. ვლადიმერ პუტინის პირობები ორმხრივად მომგებიანი და პროდუქტიულია. მიაქციე ყურადღება იმას, რომ ჩვენი ლიდერი ყოველთვის მხარს უჭერს ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ დასავლეთის ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი და აქცევს მათ სტრატეგიულ პარტნიორებად. ის მხარს დაუჭერს უკრაინასაც“,- განაცხადა კადიროვმა.
კადიროვმა ზელენსკის კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთა და აღნიშნა, ის მზად არის მიმართოს პუტინს, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავშესაფარი სწორედ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მისცეს.