საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა

ლევან

საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის შედგა.

განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობაზე გაკეთდა; აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებიც.

"მემგონი ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით. საინტერესო მიმართულებად გამოიკვეთა ტელეკომუნიკაციების და ენერგეტიკის სფეროები. ამაზე ვიმუშავებთ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ერთად.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც საინტერესო ხდება სულ უფრო და უფრო იაპონური კომპანიებისთვის ევროპასთან დასაკავშირებლად. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო ლიბერალიზება, რაც სავაჭრო ბრუნვას გაზრდის," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.