პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“ „დინამო არენაზე“ „დინამოს“ უმასპინძლა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. დაძაბული შეხვედრა მოედანზე გულშემატკივართა დიდი ჯგუფის შევარდნით დასრულდა.
მიზეზი ახალგაზრდების სურვილი იყო, ხვიჩა კვარაცხელიასთან ფოტო გადაეღოთ, თუმცა, ფეხბურთელმა სტადიონი მანამდე დატოვა და გასახდელში შესვლა მოასწრო.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ე.წ. school card-ები დაურიგდათ, შესაბამისად, მოსწავლეები უფასოდ დადიან თამაშებზე, გუშინდელ შეხვედრას კი საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა დაესწრო.
ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა, თუმცა, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის გიორგი ჩიხრაძის თქმით, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.
„ფეხბურთს ქომაგი უხდება, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“. - განაცხადა ჩიხრაძემ.