პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის პოზიციაზე, ლევან გოფოძეს ლიკა ჭუმბურიძე შეცვლის, რომელიც ბოკერიას კლინიკის ფინანსური დირექტორია. ის დღეს, დილით უკვე მივიდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და თანამშრომლებს შეხვდა.
რა გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი, ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ მიმართა ლევან გოფოძეს, რომელმაც რამდენიმე მიზეზი დაგვისახელა.
„დავიწყოთ იმით, რომ მარადიული სამსახურები არ არსებობს. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ჩემი ჯანმრთელობის გამო - ძალიან ბევრი დატვირთვა მიწევდა. შარშან ზაფხულს დიდი ზომის ინფარქტი მქონდა, ახლა კიდევ კორელოგრაფიაა საჭირო.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჰოლდინგს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, მათ თავიანთი ხედვა აქვთ. სრულიად უმტკივნეულოდ განვიხილეთ ეს საკითხი და პირადად მე გადავწყვიტე, რომ სჯობს უფრო ახალგაზრდები მოვიდნენ ჩემს ადგიას და მათ იმუშაონ უფრო აქტიურად, არ არის პრობლემა.
მე ჩვეულებრივ, ვრჩები კლინიკაში, ქირურგიაში და იმ საქმეს, რომელიც მიყვარს და ვაკეთებდი მთელი ცხოვრება, ჩემს სტუდენტებთან ერთად განვაგრძობ.“ - განაცხადა გოფოძემ.
ლევან გოფოძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლიდან დღემდე იყო.