„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ინტერნეტგამოცემა „კვირას“ მიერ გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ“.
მდინარაძის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია და ამას ერთ-ერთი ჟურნალისტი კონკრეტული მტკიცებულებებით ადასტურებს.
„საუბრის თემა რა იქნებოდა და რა საკითხებზე იმსჯელეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, როცა ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალებების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებდით და ამის უკან ხომ რაღაც არის, ჰაერიდან არ მოგვიტანია, ამის უკან გარკვეული რეალობა დგას. ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის მიერ საქართველოსა და ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი ჟურნალისტი კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.