ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
მიხარია საქართველოში დაბრუნება, ეკონომიკის განვითარება სახეზეა, საქართველოში არსებობს პროგრესი და წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში, -ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში. პირველად ჩამოვედი ამ რანგში არა მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, რადგან მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი, ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა.
ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთვარობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის საქართველოში. და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება. ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით. გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.