1746733863
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა და მიიჩნია, რომ მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ.
კომიტეტის დასკვნა მომდევნო კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება და საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები იმსჯელებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.
ამ წუთებში, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობენ.