პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის უნდა, რომ პარლამენტში მეორედ შემოსვლა გაამართლოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგონა ახლა ამ კომისიის შექმნის ინიცირება, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს. მათ ეს არ სჭირდებათ რაიმე ახლის გამოსაკვლევად, სურთ პარლამენტში შემოსვლის მიზეზები გაამართლონ და გარკვეული პროცესები განავითარონ პარლამენტში.
საზოგადოებაში სააკაშვილის მიმართ რომ კითხვები აღარ არსებობს, ეს საზოგადოებამ მაშინ უთხრა „ნაცმოძრაობას“, როცა ჯერ კიდევ ქუჩაში იყვნენ. მისი მხარდამჭერების უმრავლესობამაც უთხრა მათ, რომ ძალადობრივი პროცესები არ სურთ და ამიტომ ახლა „ნაცმოძრაობას“ სურს ქუჩის პროცესები პარლამენტში შემოიტანოს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.