პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე ეპატიჟება. მისი თქმით, 1-საათიან შეკრებაზე არ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შესაძლოა, ისმოდეს მხოლოდ მუსიკა. აქციის მიზანია, ქვეყანამ ევროპას დაანახვოს ერთიანობა, საკუთარი მომავლის ხედვის თვალსაზრისით.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.
„ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ. პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან, ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ასევე, გთავაზობთ, ასევე დეჟავუ მაქვს, არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახვოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგით მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა მოვა როგორც რიგით მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც პლაკატები, არც განცხადებები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ იმღერონ. დანარჩენები იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, კი არ გვინდა იქ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია.
ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 19:00 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო, მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, მოვიდეს ჩვენთან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შემოგვიერთდნენ. ვთხოვ ყველა პარტიას, ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, მოვიდეს. გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცველებს ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იყოს მიღებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი აქციაზე ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებსაც იწვევს.