პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 200 რუსი სამხედრო მოკლეს. ჯამში მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 500-ს მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსული მხარე აღჭურვილობის მიმართულებითაც განიცდის დანაკარგებს.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 1434 ტანკი, 3503 ჯავშანმანქანა, 721 საარტილერო სისტემა, 229 ზალპური სარაკეტო სისტემა, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემები, 213 თვითმფრინავი, 179 ვერტმფრენი, 588 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2479 სხვადასხვა ავტომობილები, 54 ერთეული სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.