1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
მისი შეფასებით, ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომლებიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.
„ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო. სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმიურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებსა და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე? ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ,,სანამ გაიაზრებს, რომ დედიკო არა ვარ, დაე, დამიძახოს” – ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ
👉 როგორ მიულოცა მეუღლემ ნინო ჩხეიძეს დაბადების დღე
👉 VIDEO: რატომ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა „პრაიმ ჰაუსში“
👉 რა რეაქცია მოჰყვა უცხოელებში ერთ-ერთ ცნობილ გვერდზე თეთრი და შავი არაგვის ფოტოს გამოქვეყნებას
👉 VIDEO: „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა
👉 „გაწვალდა საწყალი, შეუძლებელი გავაკეთეთ“ - თემურ ჩხეიძე სავარაუდოდ სეფსისით გარდაიცვალა