საღამოს, საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით - დილით მიხვდებით, რატომ - ეზოტერიკოსის რჩევა
1783713067
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. 126-ე მუხლით დაკავებულია ირაკლი ხომასურიძე.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შესახებ ხათუნა სამნიძემ და დავით ბერძენიშვილმა დღეს განაცხადეს. მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე თავს მათ 2 პირი დაესხა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა, ორივე პირი პოლიციის მანქანით გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
პოლიტიკოსები მომხდარს პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას უწოდებენ.