პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თბილისი პრაიდის“ კამპანიაში #მევიყავიჰომოფობი, თამრიკო ჭოხონელიძე, ჰყვება, რომ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს ისეთი როგორიც არის
„როდესაც ახლა ვუკვირდები, ალბათ გარკვეულწილად ვიყავი კიდეც ჰომოფობი, მაგრამ ეს იყო არა ჩემი არჩევანი, იმიტომ რომ ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, ისეთ დროს, როდესაც ხშირად მესმოდა, რაღაც ვარგა, რაღაც არ ვარგა. საბედნიეროდ მართლა შემიძლია ვთქვა, რომ მე თავად გადავაფასე ეს ყველაფერი და ჩვენ ყველაზე მთავარი ღირებულება არ გვაქვს კარგად გაცნობიერებული და ეს არის ადამიანი.
დღეს კატეგორიულად უარვყოფ, იმას რომ უნდა იყოს საერთოდ ვინმე ჰომოფობი და მერიდება კიდეც რომ ვიყავი, თუნდაც ასე ჩავთვალოთ. ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს ისეთი როგორიც არის. მინდა, ძალიან ბევრმა ილაპარაკოს იმის შესახებ, თუ როგორი იყო და როგორი გახდა ლგბტქ ადამიანების მიმართ “, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944