სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია თავისი საქმიანობით ხელს უწყობს პოლარიზაციას და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას უპირისპირდება - ავთანდილ ცინცაძე

ავთანდილ ცინცაძე

სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია თავისი საქმიანობით ხელს უწყობს პოლარიზაციას და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას უპირისპირდება, - წერს Facebook-ზე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

„როდესაც ქვეყნის მტრები კულისებიდან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, უკვე მერამდენე დღეა, ვითომ მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებს უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, ე.წ საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი დამნაშავეებს ახალისებს და აგრესიისკენ მოუწოდებს, დაკავების შემთხვევაში კი გაურკვეველი წარმომავლობის ფონდებიდან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას პირდება.

ქვეყნის ე.წ მთავარსარდალი ჩვენს გმირ პოლიციელებზე ამბობს, რომ ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან;

სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია თავისი საქმიანობით ხელს უწყობს პოლარიზაციას და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას უპირისპირდება!

ის დიდი ხანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და მოღალატეების რიგებშია, თუმცა მხოლოდ მოღალატე კი არა ქვეყნის მტერი ხარ ,როცა ცდილობ, სკოლები და სკოლის მოსწავლეები საკუთარი ვიწრო ინტერესების დასაცავად გამოიყენო“, - წერს ავთანდილ ცინცაძე.