„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
ვაშინგტონის ცხოველთა თავშესაფარში ოცი ცხოველი, მათ შორის ბენგალური ვეფხვი, პუმა, სერვალი, ფოცხვერი ფრინველის გრიპისგან დაიხოცნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
ცხოველთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ზომაა მიღებული.
ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ ახსოვთ მსგავსი მდგომარეობა, ცხოველები ძირითადად სიბერისგან კვდებიან. ეს ვირუსი კი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ცხოველებში.
სპეციალისტების თქმით, დაავადება მსუბუქი სიმპტომებით იწყება, თუმცა შემდეგ სწრაფად პროგრესირებს, 24 საათში მდგომარეობა მძიმდება, რომელიც შეიძლება ფატალურადაც კი დამთავრდეს.
მოსახლეობისთვის ეს ვირუსი ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს. ფრინველის გრიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა.
წინა კვირას კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ფრინველის გრიპის გავრცელების გამო მსხვილ რქოსან საქონელში.