„ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით...“ - რას წერს ვანო მაჭავარიანი
1735251354
მიზეზი, რატომაც ზუგდიდის საკრებულოში „ოპოზიციურმა პარტიებმა“ მხარი დაუჭირეს „ქოცების“ ბიუჯეტს, ერთადერთია, საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები, „ქოცების“ გარდა, ვერცერთ ზუგდიდელს ვერ ნახავთ, რომელიც ამ ბიუჯეტით კმაყოფილია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ზუგდიდის „ოპოზოციურმა“ საკრებულომ „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც 51% გაზრდილი ხელფასებია იმ ტიტუშკებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნოდ თავ-პირს გვამტვრევდნენ ზუგდიდში და გაყალბებაში მონაწილეობდნენ.
ქოცების ბიუჯეტს შეთანხმებულად ხმა მისცეს: „ქოცებმა“, „ახლებმა“ და გახარიამ.
როდესაც სხვას მოუწოდებ, დათმონ საკუთხარი ხელფასები ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, იგივე უნდა შეგეძლოს შენც.
მიზეზი, რატომაც მხარი დაუჭირეს „ოპოზიციურმა პარტიებმა“ „ქოცების“ ბიუჯეტს, ერთადერთია: საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები, რომელიც უტოლდება 2020 წლის ხელფასებს პარლამენტში.
ბიუჯეტი თუ ვერ დამტკიცდებოდა, მუნიციპალიტეტში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა, რაც თავისთავად საფრთხეს შეუქმნიდა საკრებულოს ხელფასებს. სამაგიეროდ, დაასუსტებდა „ქართულ ოცნებას“ და შეუქმნიდა დიდ კრიზისს ზუგდიდის „ქოც“ მერს და მერიას.
თავის გამართლებები, ვითომ სოციალური პროგრამების გამო მხარდაჭერა, ისეთივე ბლეფია, როგორც არგუმენტები, რომ პარლამენტში შესვლა „შიგნიდან რეჟიმის დასანგრევად“ იყო საჭირო. ჯერ საკუთარ ხელფასებს შეელიეთ და მერე მოუწოდეთ სხვებს.
„ქოცების“ გარდა, ვერცერთ ზუგდიდელს ვერ ნახავთ, რომელიც ამ ბიუჯეტით კმაყოფილია.
ერთობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, პატივს ვცემ ყველა ოპოზოციურ პარტიას, მაგრამ ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ, მეგობრებო“, – წერს ანა წითლიძე.