1746733863
"საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გამოატანინეს საკუთარ მეგობარს, მერე ამტკიცებდნენ, არ ვიცოდით, თუ ეგეთი რაღაც ხდებოდაო"- კობახიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

"საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გამოატანინეს საკუთარ მეგობარს, მერე ამტკიცებდნენ, არ ვიცოდით, თუ ეგეთი რაღაც ხდებოდაო. წარმოიდგინეთ, ამ დონის თეთრი ძაფით ნაკერ სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი. თავის თავს ხომ არ დააბრალებენ, უნდა დააბრალონ სასამართლოს" - განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“.
„როდესაც ეს ადამიანები ასეთ დროს აკრიტიკებენ, ბუნებრივია, სხვანაირად ვერ იზამენ, იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესის მქონე პირები არიან და ჩადენილი აქვთ დანაშაული. თავის თავს ხომ არ დააბრალებენ, ბუნებრივია, უნდა დააბრალონ სასამართლოს, ძალიან მარტივი ლოგიკაა, მაგრამ როდესაც, 17 მილიონი გამოგაქვს ბანკიდან, გვერდიდან, შენს მეგობარს იხმარ ამაში, იმ დღეს ის სესხს გაძლევს, მერე ჩამოწერა ხდება, ბანკს აზიანებ ამით და დაზარალებულია ბანკი ხომ?
ამით ზარალდება ბანკის ყველა პოტენციური თუ მოქმედი კლიენტი, ასეთი თეთრი ძაფით ნაკერი დანაშაული როცა გაქვს ჩადენილი და მერე კიდევ სასამართლოს ადანაშაულებ ამაში, ეს ყველაფერი აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ სასამართლოს კრიტიკის უკან პოლიტიკური ინტერესია. თუ, ვინმეს სასამართლოს კრიტიკა უნდა, კეთილი ინებოს და წარმოადგინოს ფაქტები. წლებია, ფაქტების გარეშე კრიტიკას ვისმენთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.