1728334168
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი რუბიოს ვაშინგტონში შეხვდება და "რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს" განიხილავს - CNN
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ აბდელატი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შესახვედრად და "რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების" განსახილველად გაემგზავრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ეგვიპტის ოფიციალური პირები იმ მედიატორებს შორის იყვნენ, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, რაც შაბათს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, ამერიკელ და ირანელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრით დასრულდა.
რეგიონულმა წყარომ CNN-ს ადრე განუცხადა, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ჩატარდეს და რომ თურქეთი ორ მხარეს შორის არსებული უთანხოების აღმოსაფხვრელად მუშაობს.












