„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
პარლამენტი "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშობას იწყებს. ცვლილებებს დეპუტატები რამდენიმე საათში, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ.
დღესვე ცვლილებაზე იმსჯელებენ პლენარულ სხდომაზე. სიახლის თანახმად, ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
"უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო რეფორმას ახორციელებს დღეს ჩვენი სახელმწიფო. ამ რეფორმის ფარგლებში, იმისთვის, რომ არ დაზიანდეს არცერთი მიმართულებით ჩვენი ახალგაზრდების როგორც ფინანსური მდგომარეობა, მათის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევიდეს კანონში ცვლილება და გარდამავალ პერიოდშიც დაფინანსდეს სტუდენტები იმ კუთხით, როგორც ეს მიმდინარეობდა აქამდე. ეს ხელს შეუწყობს მათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ცოდნისა და განათლების მიღება," - დავით მათიკაშვილმა.