როგორი ამინდი იქნება 19 აპრილს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1745003042
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც უწყება ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა, "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობენ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბევრჯერ აჩვენა პროფესიული მუშაობის მაღალი დონე და ეს ახლაც ასეა. ტერორისტული აქტები ადრეც არაერთხელ იქნა აღკვეთილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბევრჯერ აჩვენა პროფესიული მუშაობის მაღალი დონე და ეს ახლაც ასეა, რომ ნათელს მოჰფენს უსაფრთხოების სამსახური იმ ფაქტს, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ჰქვია, იმ ტერორისტული აქტით, რომელიც მზადდება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
იმდენად რეალურია დღევანდელი გამოწვევებით, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რომ რაც თქვა უსაფრთხოების სამსახურმა, განცხადების სახით, სამწუხაროდ, ყველაფერი დადასტურდა.
ჯერჯერობით, მეტი ინფორმაცია არ არის, თუმცა რა ინფორმაციაც გვაქვს, დამადასტურებელია, რაზეც წლებია ვსაუბრობთ - ხელმოცარული და დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, უკრაინაში მებრძოლისა და უცხოური ძალის სახით, ცდილობენ და, ალბათ, მომავალშიც შეეცდებიან რევოლუციურ სცენარებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.