1790523376
ფოტოს განათებით გადაღებამ, შესაძლოა, თქვენი შვილის სიცოცხლე იხსნას - როგორ ამოვიცნოთ თვალის სიმსივნე
ფოტოს განათებით გადაღებამ, შესაძლოა, თქვენი შვილის სიცოცხლე იხსნას - როგორ ამოვიცნოთ თვალის სიმსივნე.
„ხანდახან, უბრალოდ ფოტოს გადაღებამ „ფლაშით“, შეიძლება, თქვენი ბავშვის სიცოცხლე იხსნას. ფოტოს განათებით გადაღების დროს, ხშირად, თვალის გუგა წითლად ჩანს ხოლმე, თუ წითელი ანარეკლის ნაცვლად, თეთრ ანარეკლს შეამჩნევთ, რასაც სამედიცინო ენაზე ლეიკოკორეა ეწოდება, ეს შეიძლება თვალის სიმსივნის რეტინობლასტომის ადრეული ნიშანი იყოს.
რეტინობლასტომა თვალის სიმსივნეა, რომელიც თვალის ბადურაზე წარმოიქმნება, რომელიც აღიქვამს სინათლეს. ის სიმსივნის იშვიათი ფორმაა და ყველაზე ხშირია, 5 წლამდე ბავშვებში ან ერთ, ან ორივე თვალში.
რეტინობლასტომის უჯრედები შემდეგ ვრცელდებიან თვალის გარშემო ქსოვილებში, თავის ტვინზე და ხერხემალში. ის შეიძლება გენეტიკური ხასიათისაც იყოს და როგორც წესი, ამ დროს რეტინობლასტომა ორივე თვალზე ვითარდება. მისი ნიშანი შეიძლება იყოს თვალის გუგაზე თეთრი ლაქა, რომელიც სინათლის დანათებით ვლინდება, თვალების სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა, თვალის შეშუპება და შესიება. ამიტომ, ფოტოს გადაღებისას თუ თქვენც შენიშნავთ ბავშვის თავლზე თეთრ ლაქას, სასწრაფოდ ოფთალმოლოგს უნდა მიმართოთ,“ - ამბობს ექიმი.












