მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია - დეტალები
1782192392
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშში წარმოდგენილია 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.
აღნიშნული ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა კომიტეტის დასკვნას, რომელშიც გაანალიზებულია სახალხო დამცველის ანგარიშში იდენტიფიცირებული გამოწვევები და ასახულია მათი გადაჭრის მიზნით, პარლამენტის მიერ გასაცემი დავალებების პროექტი.
„საინტერესოა რა პრობლემებს აფიქსირებს სახალხო დამცველი, მით უფრო როცა ვხედავთ, რომ ამ პრობლემების პოლიტიზება არ ხდება და პარლამენტის მხრიდან ყოველთვის ადეკვატურად არის აღქმული რეკომენდაცია, რომელიც ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, ამიტომ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ და მივიღებთ რეკომენდაციებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.