პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775055558
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს, 4 წლის ვადით, თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ცვლილებების პროექტი 78 მომხრე, 11 წინააღმდეგი, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა.
მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.
შესაბამისად, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „საქსტატის“ საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.