"საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს" - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს.

"საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გამართულმა პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. პირიქით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული - არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და შესაბამისობაში საერთაშორისო პრინციპებთან.

გარდა ამისა, ხაგზასმით უნდა აღინიშნოს, რომ მომხსენებლები იყენებოდნენ კონკრეტულ ტერმინებს, ისინი საუბრობდნენ - ვციტირებ "გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე", რაც ნიშნავს არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.