საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება არა გრანტის, არამედ სესხის მეშვეობით - მაია ბითაძე

მაია ბითაძე

ძალიან საწყენია, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ იყო გარკვეული თანხები, რომელიც პირდაპირ მიდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეწყდება. არასწორი ინფორმაციაა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევას ეხება, - ასე ეხმაურება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომელიც საქართველოს ფინანსურ დახმარებას ეხებოდა.

მაია ბითაძის თქმით, თანხის დიდი ნაწილი საქართველომ რეალურად სესხის სახით მიიღო.

„ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც საქართველოს მთავრობა, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე ახორციელებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანუ ბანკების საშუალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროექტები ხორციელდება არა გრანტის, არამედ სესხის მეშვეობით“,-განმარტა მაია ბითაძემ.