ტრამპი: ზელენსკის ომი უკრაინაში არ უნდა დაეშვა

დონალ

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ომი საკუთარ ქვეყანაში არ უნდა დაეშვა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა.

„ვფიქრობ, რომ ზელენსკი ერთ-ერთი საუკეთესო ვაჭარია, რომელიც ოდესმე მინახავს. ყოველთვის, როცა ის ჩამოდის, ჩვენ მას 100 მილიარდს ვაძლევთ. ვის მიუღია ისტორიაში ასეთი ფული? ასეთი რამ არასდროს მომხდარა. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მისი დახმარება არ მსურს. მე ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები. მას არასდროს არ უნდა დაეშვა ომი“, - თქვა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მთლიანად განადგურებულია. „თითქმის ყველა ქალაქი განადგურებულია. ყველა შესანიშნავი ოქროს გუმბათი ძირს აგდია და დამსხვრეულია. თითოეულ ქალაქში შესვლისას ყველა შენობა დანგრეული დაგხვდებათ. მათ რაკეტებით ბომბავდნენ. ამის დარეგულირება შესაძლებელი იყო [ომის] დაწყებამდე. ეს მარტივი იყო“, - დასძინა ტრამპმა.

„რესპუბლიკელთა“ კანდიდატმა მორიგ ჯერზე უკრაინაში რუსეთის შეჭრაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის მიუწვდომელი საგანძური იყო. როგორც ტრამპმა აღნიშნა, პუტინმა დაინახა, რომ აშშ-ს სხვა ადმინისტრაცია მართავს და ამიტომ გადაწყვიტა ქვეყანაში შეჭრა და „საგანძურის წაღება“.