პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხალხზე მოძალადე, ქვეყნის რუსეთზე ჩამბარებელ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში მობრუნება. ისინი
წარმოდგენილები არიან სხვადასხვა სახელებით - ლელო,გახარია,ახალი და ა.შ. ჩემი აზრით, ამ ხალხზე ხმის მიმცემი ამომრჩეველი ხმას აძლევს ნგრევას და საკუთარი ქვეყნისათვის დამანგრეველ მომავალს, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
გამსახურდია მიიჩნევს, რომ ამომრჩეველი, ვინც ამ პარტიებს აძლევს ხმას, საკუთარი ქვეყნის ნგრევას უჭერს მხარს. მისივე თქმით, ამ ადამიანების
მხარდამჭერები ხდებიან იმ დანაშაულების თანამონაწილე, რის ჩადენასაც ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებენ.
"დღეს გვაქვს ასეთი რეალობა, ხალხზე მოძალადე, ქვეყნის რუსეთზე ჩამბარებელ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში მობრუნება. ისინი წარმოდგენილები არიან სხვადასხვა სახელებით - ლელო,გახარია,ახალი და ა.შ. ჩემი აზრით, ამ ხალხზე ხმის მიმცემი ამომრჩეველი ხმას აძლევს ნგრევას და საკუთარი ქვეყნისათვის დამანგრეველ მომავალს. ციხეებში წამებას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, ბიზნესის ტერორს, ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან კოლაბორაციას ყველა სფეროში და ათასგვარ სისაძაგლეს, რაც ამ ხალხმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა და ახლა აქვს სურვილი მობრუნების, რამეთუ იგივე გაიმეოროს. აქ არ არის ჩემო ძვირფასებო მარტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც მათ ხმას აძლევ, აქ ამ ადამიანებზე ხმის მიცემისშემთხვევაში, ხდები მათი თანამონაწილე ყველა იმ დანაშაულში, რის ჩადენასაც ეს ხალხი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ აპირებს. ეს დაიმახსოვროს უნდა ყველამ და გააკეთეთ ყველამ დასკვნები, ვინც აპირებთ რომ ამ მავნებლებს პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეთ." - წერს გამსახურდია Facebook-ზე.