საერთაშორისო დამკვირვებელი კამილ ჰუბერტ სმულსკი საარჩევნო პროცესზე: შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ გუშინ ნანახით

სმულსკი

საერთაშორისო დამკვირვებელი კამილ ჰუბერტ სმულსკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს აფასებს. იგი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

„საქართველოში საარჩევნო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით წარიმართა და ის საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებდა. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ გუშინ ნანახით, ვინაიდან ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრ ევროპულ ქვეყანას არ აქვს. საარჩევნო პროცესი ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა, ვინაიდან საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო კამერები, პროცესს კი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ“, - განაცხადა კამილ ჰუბერტ სმულსკიმ.