სააკაშვილის ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები აიღეთ, კიევში ჩაბრძანდით და ნახეთ, აპარტამენტები ან ამერიკაში, რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი, გგონიათ ვინმემ აჩუქა? - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

"მილიარდები გაიტანეს, აბა მისი ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები ნახეთ, დედამისზე მაგალითად, არ გაინტერესებთ? ჩამოარაკრაკეთ აბა, მერე მოდით და დამისვით კითხვა. ან იქნებ კიევში ჩაბრძანდეთ და ნახოთ ის სასახლეები, რაც აქვს, აპარტამენტები, რაც კიევის ცენტრში აქვს, როგორ ფიქრობთ, ვინმემ აჩუქა? ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი, გგონიათ ვინმემ აჩუქა?",-  ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განაცხადა.

„20 პროცენტი ჩვენს მტრებს ჩააბარა, ხოლო კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და სროლის გარეშე გადააბარა, როგორ ყოფნის უტიფრობა ამ ადამიანს ამ თემაზე ილაპარაკოს. თუ ჩვენ დღეს გვაქვს ბორდერიზაციის პრობლემა, რაც ყოველდღიურად ხდება ოკუპანტის მხრიდან, ლომის წილი მიუძღვის სააკაშვილს და მის გუნდს და ეს კარგად იცის მან. ეს რომ ასეა, მათ შორის, ჩანს იმ რეზოლუციაშიც, რასაც მხარი დაუჭირეს, მოღალატეობრივი ქმედებების შედეგია ეს, რაც გვაქვს, ეტყობა მართლა ცუდად არის, თორემ ასეთ თემებს არ უნდა შეეხოს. 

მილიარდები გაიტანეს, აბა მისი ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები ნახეთ, დედამისზე მაგალითად, არ გაინტერესებთ? ჩამოარაკრაკეთ აბა, მერე მოდით და დამისვით კითხვა. ან იქნებ კიევში ჩაბრძანდეთ და ნახოთ ის სასახლეები, რაც აქვს, აპარტამენტები, რაც კიევის ცენტრში აქვს, როგორ ფიქრობთ, ვინმემ აჩუქა? ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი, გგონიათ ვინმემ აჩუქა? - არა, ბატონებო, მოპარული თანხით, საქართველოდან გაზიდული თანხებით არიან მათ შორის კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და მთელი მისი საძმო,"- განაცხადა ზარქუამ.