სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჩამოვლენ - ხაჭაპურიძე

სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოელი სპეციალისტების ჩართვასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობენ.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე საკითხის ტექნიკური ნაწილია მოსაგვარებელი.

„აშშ-დან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.