mixeil saakashvili

,,დღეში 5 ტანკს ვანადგურებთ... რუსების არტილერიის მუშაობა შემცირდა" - სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას აფასებს. პოსტი სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ვრცელდება:

,,უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება:

დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ.
საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ.
ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ.
თუ ეს ტემპი შენარჩუნდა - 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის - ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს.

ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს - არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს - მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია - ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.

მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს - ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე.
საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება.
სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე - ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი.

არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის - ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან - 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა.

დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

მთავარი სიახლეები