პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ერთიანობა აღიზიანებს, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
„დღეს ერთ-ერთი საყურადღებო სიახლე ჩემი შენთან საუბრის ამბავი იყო, ბორის. ყოველთვის, როცა ასეთი მოლაპარაკებებია, ეს ჩემი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და არანაკლებ მნიშვნელოვანია დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთისთვის, იმიტომ რომ საქმე ეხება სიმტკიცეს, გამბედაობასა და ლიდერობას, რომელსაც ერთად, უკრაინელი და ბრიტანელი ერები თავისუფლების დასაცავად ვავლენთ, ჩვენი საერთო თავისუფლების. რუსეთის ჯარებმა დღესაც, ისევე როგორც ყოველ დღე ამ ომის განმავლობაში, ჩვენი ქალაქებისა და ხალხის დაბომბვა განაგრძეს. მაგალითად სამხედროებთან, არმიის ხელმძღვანელობასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ჩემს დილის ტრადიციულ შეხვედრას დაბომბვის მაუწყებელი სიგნალის ხმა ახლდა თან.
ეს არის ჩვენი რეალობა, სარაკეტო დარტყმები ყოველ დღე. გუშინწინ, იმ დღეს, როდესაც თქვენ, ბორის, ჩვენს პარლამენტს მიმართეთ, რუსეთის არმიამ უკრაინაზე 15 სარაკეტო დარტყმა განახორციელა და ამას, შეიძლება გარკვეული ,,რუსული კომპლიმენტი" ეწოდოს თქვენი ბრწყინვალე გამოსვლისა და ჩვენი ნაყოფიერი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მიმართ, რადგან გუშინ მხოლოდ 7 ასეთი გასროლა იყო. ცხადია, რუსეთს ჩვენი, უკრაინის და ბრიტანეთის სიახლოვე აღიზიანებს. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში თავისუფლების დასაცავად ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ", - განაცხადა ზელენსკიმ.