რუტეს განცხადებით, უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი გახდება

მარკ რუტე

უკრაინა ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი ქვეყანა გახდება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

„ახლა, როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება. თუმცა, შესაძლოა მანამდე სხვა გამოჩნდეს. მაგრამ უკრაინა მომავალში ნატოს წევრი იქნება. ეს არის ის, რაც ჩვენ ვაშინგტონში გადავწყვიტეთ. ამიტომ ახლა ეს ქრონოლოგიის საკითხია“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, ახლა მოკავშირეები ძირითად ძალისხმევას უკრაინასა და ნატოს შორის ხიდის გადებაში დებენ.

„ამიტომაც, როცა ისმის კონკრეტული კითხვა „როდის?“, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ის ერთ დღეს ნატოს წევრი გახდეს“, - აღნიშნა რუტემ.