ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის
1775238524
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავის მაგალითმა აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის არავითარი ზღვარი არ არსებობს.
„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის სახეზეა. ამას დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდებოდა, თუმცა რუსთავის მაგალითზე დავინახეთ, რომ რეალურად ამ ორ პარტიას შორის არავითარი ზღვარი არ არსებობს, ეს არის სინამდვილე. ახლა კიდევ უფრო დარწმუნებულები ვართ, რომ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და ამისთვის დამატებითი საფუძველი შეგვიქმნა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურამ“, - ამბობს კობახიძე.