მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ „არ მოხდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ „არ მოხდება უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა.

პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

1. დასავლეთმა მიაღწია ერთიანობის არნახულ დონეს და სანქციების შემოღება მართლაც ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის, ისევე როგორც დასავლეთის სამხედრო დახმარება ძალიან გაურთულებს რუსეთს საქმეს.

ცალკე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლონეთი. NATO-ს 40-მილიონიანი წევრი, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს უკრაინასთან და სასიცოცხლო დაინტერესება. პრაქტიკულად, ეს იქნება რუსეთის ომი უკრაინასთან, პოლონეთთან, 80 მილიონ ადამიანთან. პოლონელები პირდაპირ არ იომებენ, მაგრამ შეუზღუდავ მომარაგებას, წვრთნას და მხარდაჭერას განახორციელებენ და შეუქმნიან უკრაინას მყარ ზურგს. პოლონეთის უკან ამერიკა და NATO-ა. ტყუილად არ იმეორებს ბაიდენი, რომ დაიცავს NATO-ს მოკავშირეებს. იგულისხმება პოლონეთი, რუმინეთი, როგორც უკრაინის ზურგი.

2. კიევში, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ შარშან ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა მეხუთე კოლონას (მათ შორის მეც ვიყავი თანამომხსენებელი ანტი-ოლიგარქიული კანონის), პუტინს კიევში არავინ ელის და პირიქით, პოლიტიკური კლასი უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე.

3. და ბოლოს, პუტინმა აშკარად ვერ მიაღწია რუსეთის შიგნით ისეთ საზოგადოებრივ კონსენსუსს, რომელიც 2008 და 2014 წლებში ჰქონდა,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.