ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს, საქართველოს ან ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს საქართველოსთვის, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ნატოს-თან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ამაზე მეტად კონკრეტული და ცხადი ჩანაწერი ვერ იარსებებს. ეს იცის ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, როდესაც ასეთ სერიოზულ განწყობას ხედავს ხელოსუფლების მხრიდან, რომელიც ამ ყველაფერს კონსტიტუციაში წერს. ასეთ პირობებში ეჭვი არ გაუჩნდება. რაც შეეხება ჩართულობას, ბუნებრივია, არის აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთა.
ისეთი, რომელიც დამახასიათებელია სწორედ სტრატეგიული პარტნიორობისთვის. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას და ბუნებრივია, მიუღებლად მიმაჩნია პოზიცია და დამოკიდებულება, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციას არჩეული. რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს, საქართველოს ან ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს საქართველოსთვის. რუსეთის მხრიდან მიუღებელია, როდესაც ისინი განსაზღვრავენ საქართველოს შემდგომი განვითარების ბედს და ამაზე მსჯელობენ. საქართველოს ბედის განსაზღვრის უფლება მათთვის ქართველ ხალხს არ მიუნიჭებია. მათი პოზიცია არის მცდარი და საერთაშორისო ნორმებთან შეუსაბამო. რუსეთის პოზიცია კარგი რომ არ არის, ყველა ვხვდებით. მოცემულობის სირთულესაც ზუსტად ეს განაპირობებს, რომ რუსეთი აძლევს თავს უფლებას, სხვა ერის ბედზე ისაუბროს ამ ერის თანხმობის გარეშე, ეს უკვე საფრთხეა“, – განაცხადა სარჯველაძემ.