1746733863
რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს - „ნაციონალური მოძრაობით" - რატი იონათამიშვილი

"რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს - „ნაციონალური მოძრაობით" - იმ პარტიასთან ერთად, რომლის მიზანი სინამდვილეში არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ ამ თემის სპეკულაციური გზით გამოყენებაა, რა თქმა უნდა, მსჯელობის აზრს ვერ ვხედავთ", - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლის თაობაზე უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
"რუსეთმა ერთი საუკუნის წინ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. დღეს ის უკრაინის ოკუპაციას ახდენს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის ოკუპაციაც კი თავისუფალი სამყაროს ოკუპაციას ნიშნავს. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის უნდა აიძულოს დაიხიოს უკან და უკრაინის ოკუპაციაზე თქვას უარი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.