VIDEO: უკრაინულმა თვითმფრინავმა რუსული სუ-35 გაანადგურა

განადგურება

უკრაინულმა თვითმფრინავმა რუსული სუ-35 გაანადგურა.

ბოლო მონაცემებიით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება. თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, დანაკარგში მხოლოდ მოკლულ ჯარისკაცებს გულისხმობენ თუ ტყვეებსაც.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში 24 თებერვალს 57 ადამიანი დაიღუპა და  169 დაიჭრა.

ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განმარტებით, ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის პროფილის შეცვლა უწევთ. საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, შედარებით მსუბუქი პაციენტების საავადმყოფოებიდან გაწერა მოხდა, რათა ადგილები დაჭრილებისთვის გათავისუფლდეს.

 

VideoObject - Schema.org Type schema.org

სხვა სიახლეები