დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები 2022 წლის ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და განაპირობა ზრდის დაბალი მოლოდინი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი.
„დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო არის პატარა, მაგრამ ღია ბაზარი, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტისგან. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, ქვეყანამ 1991 წლიდან გაატარა ფართო ეკონომიკური რეფორმები, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა.
საშუალო ზრდის ტემპი იყო ხუთ პროცენტზე მეტი 2005 წლიდან 2019 წლამდე და მისი რეიტინგი შთამბეჭდავად გაუმჯობესდა გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციაში და სხვა ინდექსებში. Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ ოცდამეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 45-ე ადგილი”,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია იმ ზიანზე, რაც პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას მიაყენა.
„COVID-19-ის პანდემიამ შეცვალა წარსულში არსებული მოგება და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ადგილობრივ ვალუტაზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე.
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6 პროცენტით შემცირდა, განსაკუთრებით მკვეთრი ზარალით ტურიზმის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი COVID-19-ის პანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რამაც აიძულა მთავრობა მიეღო მთელი რიგი შეზღუდვები და დახურვა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე. ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს გაუმჯობესდა და 2020 წელთან შედარებით 10,4 პროცენტით მეტი ზრდა აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები 2022 წლის ოპტიმისტურ პერსპექტივას პროგნოზირებდნენ, რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ და რუსეთზე სანქციებმა დააზიანა ზრდის პერსპექტივები და განაპირობა ზრდის დაბალი მოლოდინი“, - ნათქვამია ანგარიშში.