დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველო ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად და მსხვერპლის დასახმარებლად სერიოზული ძალისხმევის დემონსტრირებას ახდენს - ეს ჩანაწერი ტრეფიკინგის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშშია მოყვანილი. არსებული მონაცემებით, ქვეყანას რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა აქვს. დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ საქართველოს ფინანსურ და ორგანიზებულ დანაშაულში მტკიცებულებების გამოსავლენად არასაკმარისი ცოდნა აქვს. კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია ძალისხმევის გაზრდა მსხვერპლთა გამოსავლენად.
სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ, საქართველო პირველ კალათაშია, რაც განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო სრულად ასრულებს მინიმალურ სტანდარტებს და როგორც დოკუმენტში წერია, ახდენს სერიოზული ძალისხმევის დემონსტრირებას ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად და მსხვერპლის დასახმარებლად. რუკაზე საქართველო მწვანე ფერით არის აღნიშნული და ამ თვალსაზრისით, რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა აქვს.
ანგარიშში პრობლემურ საკითხად აღნიშნულია ცოდნის ნაკლებობა რთულ საქმეებში, მათ შორის ფინანსურ და ორგანიზებულ დანაშაულში მტკიცებულებების გამოსავლენად. რეკომენდაციებს შორის ხაზგასმულია, ძალისხმევის გაზრდა მსხვერპლთა გამოსავლენად. განსაკუთრებით კომერციული სექსში ჩართულთა და უსახლკარო ბავშვებს შორის. ნათქვამია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არ იყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ხალისი დიდ ქალაქებში, რადგან ხელისუფლება თვლიდა, რომ ეს ტურიზმზე ნეგატიურ გავლენას იქონიებდა.
2022 წლის ანგარიში ტრეფიკინგის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წარმოადგინა.
სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, თუმცა არის ცნობები, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა ხალხს აფხაზეთში იძულებით სამუშაოებზე აგზავნის.