„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“ - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.