ხარების საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1730749299
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ, აშშ-ის ელჩის განცხადების საფუძველზე, თავის სანქცირებაზე სპეკულაცია დასრულდა. ჩხიკვაძის განცხადებით, სასამართლო სწორი კომუნიკაციისთვის ღიაა.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს, ცოტა დაგვიანებული პოზიციისთვის, თუმცა რადგან ასე ბრძანა და, მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იყო, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის სანქცირებაზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ამით დასრულდება ის სპეკულაციები, რომლებიც ჩემს ე.წ. სანქცირებას უკავშირდება. სასამართლო ყოველთვის ღიაა კომუნიკაციისთვის, ოღონდ - სწორი კომუნიკაციისთვის. ვფიქრობ, შემდგომში, ასეთ გაუგებრობებს ადგილი არ ექნება“, - განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული არ არის - ამის შესახებ განმარტება კელი დეგნანმა გააკეთა, თუმცა მოსთხოვეს თუ არა მოსამართლეს ახსნა-განმარტება ნიკა გვარამიას საქმეზე და რატომ გაუქმდა ლაშა ჩხიკვაძის ვიზიტი ამერიკაში, პასუხი ისევ არ არის. დეგნმანმა მხოლოდ ის თქვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ერევიან და ფარული შეხვედრები არ აქვთ.