როგორც ჩანს, სააკაშვილი დაემუქრა თავის პატრონებს, თუ არ გაათავისუფლებენ, ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე, 2008 წლის ომზე, საქართველოში მის შემოყვანაზე - მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

როგორც ჩანს, პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა, დაემუქრა თავის პატრონებს, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, მტკიცებულებებს წარადგენს და ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე, 2008 წლის ომზე, საქართველოში მის შემოყვანაზე, ამ სპეცოპერაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პატრონებისგან, უცხოეთიდან გვესმის, თითქოს მისი ციხეში ყოფნა ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციასა და ქვეყნის მომავალს. ახლა უკვე საუბარი დაიწყეს სააკაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, მათ შორის მაკფოლმა გაკეთა განცხადება, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და ა.შ. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ფრთხილად იყოს, რადგან ახლა უკვე სახეზეა, რომ როგორც ჩანს, პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა და დაემუქრა თავის პატრონებს, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, მტკიცებულებებს წარადგენს და ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე 2008 წლის ომზე, საქართველოში მის შემოყვანაზე, ამ სპეცოპერაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა.

აქედან გამომდინარე, მისი პატრონები გააქტიურდნენ, განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ვხედავთ, რომ როცა მათ დაინახეს, ნულოვანია შანსი, საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს უკანონი პროცესს, რასაც ჰქვია სასჯელისგან სააკაშვილის გათავისუფლება, დღის წესრიგში დადგა, როგორმე, ოქროს მოწმე – პატიმარი სააკაშვილი გააჩუმონ. გაჩუმების სხვადასხვა ხერხი არსებობს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. თუ პატრონები დაინახავენ საფრთხეს, რომ შეიძლება, ოქროს მოწმე ალაპარაკდეს, მის მოშორებაზე შეიძლება იყოს გადაწყვეტილება, რითაც ორ კურდღელს დაიჭერენ. ერთი – ოქროს მოწმე იქნება მოშორებული და საფრთხე მოშორებული, ასევე, შეეცდებიან, ეს ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალონ და საქმე მეორე ფრონტამდე მიიყვანონ. არ მგონია, გჭირდებათ მტკიცებულება, ვინ არიან მისი პატრონები – ევროპარლამენტში მისი სურათები ვის აქვს გამოფენილი? ე.წ. ფრი მიშა ვინ გამოფინა ევროპარლამენტში?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.