1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ "მაგნიტსკის სიის" ქართული ანალოგში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ჩაწერილი.
„ვინმე თუ აპირებს „მაგნიტსკის სიის“ შედგენას, ეს სია უნდა იყოს, მათი გაგებით, თუ ვინ მიიღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და მერე შეეცადონ, სიის შედგენას. მაგრამ თუ დადასტურებამდე აპირებენ ასეთი სიის შედგენას, ვფიქრობ, ამ სიაში პირველი უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ჯანმრთელობის ზიანი, დადასტურებულად, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. პირველი ის, რომ მან გამოაცხადა შიმშილობა, და ეს დადასტურებულია, მეორე ის, რომ მან უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, ესეც დადასტურებულია. ასევე, ერთ-ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც მე ვფიქრობ, საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ასე რომ რაც დადასტურებულია საკუთარი ჯანმრთელობის ზიანთან დაკავშირებით, ეს არის პირველი თვითონ, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.