ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როდესაც ადამიანი თავს ესხმის პოლიციელს, ის თავს ესხმის სახელმწიფოს და ადეკვატური პასუხი უნდა აგო იმისთვის, რასაც ჩადის.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის შიმშილობაში პოზიტიური არაფერი არ არის და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე აღელვებს, როგორც სხვა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„როდესაც თავს ესხმი პოლიციელს, თავს ესხმი სახელმწიფოს და ადეკვატური პასუხი უნდა აგო იმისთვის, რასაც ჩადიხარ. ის, რომ კონკრეტული პატიმარი შიმშილობს, რა თქმა უნდა, ამაში პოზიტიური არაფერია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე გვაღელვებს, როგორც ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სანამ ქმედებას ჩაიდენს, მას სჭირდება გააზრება, რადგან თუ ქმედება დანაშაულებრივია, ის პასუხს ითხოვს. ამის შემდეგ შიმშილობის გამოცხადება ინდულგენცია ვერ იქნება. მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არის სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი იმ მდგომარეობაში, რაშიც ის იმყოფება. კარგი იქნება თუ ის ადეკვატურად მიუდგება ამ მოცემულობას, გაიაზრებს მის ქმედებას და მიხვდება, რომ შიმშილობა არ წარმოადგენს რაიმე პოზიტიურის მომტანს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.