1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ხელახალი არჩევნების მოთხოვნის ფონზე, ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა საკადრო გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნება".
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. საკუთარ დღის წესრიგს მიყვება საპარლამენტო უმრავლესობა - "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, უმაღლესი თანამდებობის პირების საქმიანობით და შედეგებით ხსნიან.
"ჩვენ პარლამენტში განსახილველი გვექნება 2025 წლის ბიუჯეტი, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული საკითხები, სოციალური საკითხები თუ სხვა და მიუხედავად იმისა, რაც უნდა გააკეთოს ჯაშუშურმა ძალამ ოპოზიციამ, ამას ჩვენთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა ისევე, როგორც ქართველი ხალხისთვის.
ჩვენ გავაგრძელებთ იმ შრომას, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვავალა, რომ ის ეკონომიკური წინსვლა, რაც გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარე, ასახული იყოს თითოეული მოქალაქისთვის და კიდევ უფრო შევამციროთ უმუშევართა დონე. ყველა ის საკითხი, რომელიც საზოგადოებას შეიძლება აწუხებდეს იქნება ასახული, როგორც სამთავრობო პროგრამაში, ასევე, 2025 წლის ბიუჯეტშიც," - აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ.