შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი
1781714477
ვიღაცები ფსონს დებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ომში, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს მშვიდობაში. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ოღონდ ამას გავაკეთებთ მშვიდობის გზით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
მისი თქმით, სწორედ სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილში ემთხვევა საქართველოს მმართველი ძალისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია.
„ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის შანსსა და შესაძლებლობას ხედავს მშვიდობაში. ჩვენ ფსონი გვიდევს მშვიდობის პოლიტიკაზე. სწორედ აქ ემთხვევა ჩვენი და დონალდ ტრამპის მშვიდობის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. სწორედ აქ არის თანხვედრაში ჩვენი შეხედულებები. ვიღაცები ფსონს დებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ომში, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს მშვიდობაში. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ოღონდ, ამას ჩვენ გავაკეთებთ მშვიდობის გზით", - აღნიშნა ფაღავამ.
მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკური ხედვები მხოლოდ მას მერე მოვა თანხვედრაში, როცა მშვიდობასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია იქნება.
„რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ცდილობს დახატოს ისე, თითქოს ჩვენ ევრობიუროკრატიის კონკრეტული პერსონების მიმართ გვაქვს მიუღებლობა, ან მათ ჩვენი პერსონების მიმართ აქვს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. საგარეო პოლიტიკა პერსონალური ურთიერთობებითა და გრძნობებით არ კეთდება. ის კეთდება სახელმწიფო ინტერესებით. ჩვენ ფსონი გვიდევს მშვიდობაზე. მაშინ, როცა ევროკავშირში, უკრაინაში დაისადგურებს მშვიდობა, მათი ინტერესები ბუნებრივად შეიცვლება. ჩვენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხედვები ჰარმონიზაციაში მოვა მაშინ, როდესაც მშვიდობასთან დაკავშირებით გვექნება საერთო პოზიცია“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.