„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
„ხალხის ძალა“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა„ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ეს არის გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის მორიგი აქტი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეწყდეს ომი, რომელმაც უკვე ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.