საელჩო ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს საელჩო კიევში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, უკრაინა დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, როცა ეს უსაფრთხო იქნება.

საელჩოს მიერ დღეს, 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა შეუტია უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სამთავრობო ობიექტებს კიევსა და სხვაგან. საელჩოს თანახმად, რუსეთის მიერ დარტყმების გაგრძელება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას.

დღეს დილიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა საშუალებით შეუტიეს უკრაინის ქალაქებს. მათ შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც. არის მსხვერპლი.